|
2018-09-03 16:46:17, 1180 ნახვა
კომენტარი
ზაალ ანჯაფარიძე: დასავლეთი აღიარებს, რომ ქვეყანამ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა
პოლიტოლოგის ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, საქართველო გარდამავალი დემოკრატიის ქვეყანაა და საარჩევნო სისტემის კუთხით სამუშაო ბევრია. ამის შესახებ ანჯაფარიძემ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩების მიერ გაკეთებეული შეფასებების და გამოთქმული მოსაზრებების კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, "საპრეზიდენტო კანდიდატებისადმი მმართველი პარტიის პოზიციასთან მიმართებაში გამოთქმული შენიშვნების მიუხედავად, რომლებზეც კამათი შეიძლება, მთავარი არის მათი ის მოსაზრება, რომ საქართველომ ბოლო წლებში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, რაც ქვეყნის დემოკრატიული გარდაქმნისთვის მნიშვნელოვანია". "საქართველო გარდამავალი დემოკრატიის ქვეყანაა და რა თქმა უნდა საარჩევნო სისტემის კუთხით სამუშაო ბევრია. ამას არც არავინ უარყოფს, მაგრამ მთავარი ის არის რომ დასავლეთი აღიარებს - პროგრესი სახეზეა. ეს რომ არ იყოს, მაშინ გარწმუნებთ კომენტარები და შეფასებები სხვანაირი იქნებოდა",-განაცხადა პოლიტოლოგმა. კითხვაზე იმის შესახებ, რომ ყოფილი ელჩები ხაზს უსვამენ ამ არჩევნების მნიშვნელობას და რით არის განპირობებული ასეთი მომეტებული ინტერესი, პოლიტოლოგი პასუხობს, რომ "სავარაუდოდ იმით, რომ ეს არის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც პრეზიდენტს ხალხი ირჩევს, შესაბამისად მას მაღალი ლეგიტიმაცია ექნება, აქედან გამომდინარე შედეგებით". "მეორეც, მათთვის საქართველოში, როგორც სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში ჩატარებული ნებისმიერი არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგანაც მათი ელჩობის პერიოდში ამერიკელებმა მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწიეს საარჩევნო დემოკრატიის განვითარებაში. ის რომ ბოლო სამი არჩევნები აღიარებულ იქნა როგორც დემოკრატიული და სამართლიანი, უკვე არის პროგრესის ინდიკატორი. თუმცა, როგორც აღვნიშნე, საკმაო სამუშაოა გასაწევი საარჩევნო სისტემის კომპონენტების დასახვეწად და ამაზე რეკომენდაციებიც გვაქვს მიღებული ჩვენი მეგობრებისგან",-განმარტა პოლიტოლოგმა.
(NS)
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ჩერგოლეიშვილი – ყველა აქციიდან გავყრი სააკაშვილის იმ 30 ბანდერლოგს, რომელიც აქციის მესიჯის დისციპლინას თვითმარქვია ბელადის ბანერებით დაარღვევს
დააკავეს პირი რომელიც ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, თუ მასთან შერიგებაზე უარს იტყოდა
ძმის ქორწილში მოკლული გურამ ბოიკოს მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს, ბრალდებული წარსულშიც ნასამართლევია
|
რედაქტორის რჩევით
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)