22:24 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-01 05:28:39, 2808 ნახვა

მსოფლიო
ბესლანის ტერაქტიდან, რომელსაც 186 ბავშვი ემსხვერპლა 14 წელი გავიდა

2004 წლის პირველ სექტემბერს ჩეჩენმა ტერორისტებმა ბესლანის სკოლის მოწაფეები, მათი მშობლები და მასწავლებლები აიყვანეს მძევლად. სულ 1227 ადამიანი. ოფიციალური მონაცემებით სპეცოპერაციას 333 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა უმრავლესობა ბავშვები იყვნენ. 186 ბავშვი ტერორისტებთან ბრძოლაში დაიღუპა 18 რუსი სპეცრაზმელი.

მდგომარეობას ისიც ამძიმებდა რომ მძევალთა უმრავლესობა მცირეწლოვანი ბავშვები იყვნენ. ტერორისტებს ისინი არა ადამიანურ პირობებში, სკოლის სპორტულ დარბაზში ჰყავდათ დამწყვდეული გაუსაძლის სიცხეში. მათ აკრძალული ჰქონდათ არათუ საკვების მიღება არამედ წყლის დალევაც კი. ტერორისტებთან მოლაპარაკებაზე რუსეთის ხელისუფლებამ ოსების დაუძინებელი მტრების ინგუშების ყოფილი პრეზიდენტი რუსლან აუშევი გააგზავნა. აუშევმა ტერორისტების მეთაურთან პოლკოვნიკ ხუჩბაროვთან მოლაპარაკების შემდეგ მეძუძური დედების და ჩვილი ბავშვების განთავისუფლება შესძლო. მძევალთა განთავისუფლების მიზნით მოლაპარაკებაში ჩართვის სურვილი ამბოხებული ჩეჩნეთის პრეზიდენტმა ასლან მასხადოვმაც გამოთქვა.

რუსეთში ყველა სასამართლო ინსტანციამ დაადგინა, რომ შტურმის დროს არანაირი დარღვევა არ ყოფილა. მოგვიენებით, 400-ზე მეტმა დაზარალებულმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. სტრასბურგში საქმეზე პირველი სხდომა 2014 წელს ჩატარდა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა 2004 წელს, ბესლანში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპული ბავშვების მშობლებისა და დაშავებულების საჩივარი. სასამართლომ გაიზიარა განმცხადებელების მოსაზრება, რომლის მიხედვითაც რუსეთის ხელისუფლებამ ადამიანის სიცოცხლის უფლება ხელყო.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ თავი ვერ გაართვა ვალდებულებას, თავიდან აეცილებინა ადამიანების დაღუპვის შესაძლო საფრთხე. გარდა ამისა, სასამართლომ მიიჩინია, რომ ხელისუფლებამ ვერ დაგეგმა სკოლის შენობაზე შტურმი და მინიმუმამდე ვერ დაიყვანა ის საფრთხე, რომელიც ტყვეებს ემუქრებოდა.

გარდა ამისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ ადგილი ჰქონდა რუსული სპეცნაზის და სამხედროების მხრიდან ძალის გადამეტებას და რუსეთის ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ტერაქტის ეფექტური გამოძიება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics