2018-08-31 20:12:39, 2920 ნახვა
მსოფლიო
დონეცკის დე-ფაქტო ლიდერი, ალექსანდრ ზახარჩენკო მოკლეს
თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი ალექსანდრ ზახარჩენკო მოკლეს.
ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, დონეცკის ცენტრში მდებარე კაფე „სეპარში“ აფეთქება მოხდა, რა დროსაც პოლიტიკოსმა თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიღო.
აფეთქების შედეგად, კაფეში მყოფი კიდევ სამი პირი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
ამასთან, „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, კაფეს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია. ადგილზე საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები იმყოფებიან. გარდა ამისა, გადაკეტილია კაფესთან მდებარე ბულვარი და კონსომოვსკის პროსპექტი.
ავტორი: ,