10:52 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-31 17:54:36, 1403 ნახვა

კომენტარი
უსუფაშვილი: ვისურვებდი, ექს-პრეზიდენტები, ექს-პრემიერები, ვადის ამოწურვის შემდეგ კერძო ცხოვრებას არ უბრუნდებოდნენ

„ვისურვებდი, რომ ზოგადად, ექს პრეზიდენტები, ექს პრემიერები თანანმდებობის ვადის ამოწურვის შემდეგ, კერძო ცხოვრებას არ უბრუნდებოდნენ“, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

იგი გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

„მე გიორგი მარგველაშვილის ორიოდე თვის წინ მივმართე საჯაროდ და შევთავაზე ერთად გაგვეგრძელებინა აქტიური პოლიტიკური ცხოვრება ამ საპრეზიდენტო არჩევნებში და შემდგომ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც. როგორც იცით, გიორგი სხვა პოზიციაზე აღმოჩნდა, მე ამის თაობაზე საჯაროდ მოგახსენეთ, ის რომ მან ამოწურა თავისი საპრეზიდენტო პოტენციალი, მაგრამ აგრძელებს სამსახურს სამშობლოსთვისა და ქვეყნისთვის. მე ვისურვებდი, რომ ზოგადად, ექსპრეზიდენტები, ექსპრემიერები კერძო ცხოვრებას არ უბრუნდებოდნენ თანანმდებობის ვადის ამოწურვის შემდეგ, ჩვენს ქვეყანას სჭირდება ბევრი გამოცდილი ადამიანი, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტიც, ყოფილი პრემიერიც, ყოფილი პარლამენტის თავჯდომარეც, ჩვენ გვჭირდება აქტიური, ავტორიტეტული ადამიანები, რომელსაც სკამი და თანანმდებობა კი არ ქმნის, არამედ საქმე და ავტორიტეტი. მაგრამ გიორგიმ გადაწყვიტა ის რაც გადაწყვიტა, მე არ მგონია, რომ ჩვენ გიორგი უნდა დაგვენახა რაღაც ინსტრუმენტი მეორე ტურის მომწიფების, თუ მესამე ტურის მომწიფების, ფაქტია, რომ საარჩევნო კამპანია არის უკვე აქტიურ ფაზაში“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით თოჯინების თეატრების გაერთიანებამ ახალი სეზონი დაიწყო
საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი
აშშ-მ შესაძლოა ირანზე დარტყმები განაახლოს შუალედური არჩევნების შემდეგ
ბრაზილიიდან გაქცეული ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ბოლსონარო შეერთებულ შტატებში ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics