|
2018-08-31 16:59:12, 1149 ნახვა
კომენტარი
აბესაძე: არჩევნებში მარგველაშვილის მონაწილეობა მეორე ტურის შანსს გაზრდიდა
„მარგველაშვილს გარკვეული ელექტორალური მხარდაჭერა აქვს და მისი არჩევნებში მონაწილეობა მეორე ტურის შანსს გაზრდიდა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი შეფასებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება დაგვიანებული და გაუგებარია. „მას შეეძლო უფრო ადრე ეთქვა საზოგადოებისთვის საკუთარი გეგმების შესახებ და გაუგებარია, იმიტომ რომ მარგველაშვილი იქნება თუ სხვა ნებისმიერი კანდიდატი, რომელსაც გარკვეული ელექტორალური მხარდაჭერა შეიძლება ჰქონდეს, მისი არჩევნებში მონაწილეობა კიდევ უფრო მეტად ზრდის მეორე ტურის და ხელისუფლების დამარცხების შანსს, თუმცა ამას მე ვერ ვუწოდებ ჩვენი საარჩევნო კანპანიისთვის ხელის შემშლელს“, - აღნიშნა ირაკლი აბესაძემ. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. აღნიშნული განცხადება დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სასახლეში ლატვიის ყოფილ პრეზიდენტთან ვალდის ზატლერსთან საჯარო ლექციაზე გააკეთა, რომელსაც სტუდენტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)