11:25 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-31 11:07:19, 1518 ნახვა

პოლიტიკა
უახლოეს მომავალში მოხდება კანონპროექტის ინიცირება, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისშესახებ ინფორმაციის სანდოობას უზრუნველყოფს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ბეგაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსკულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტურიზმის ეროვნული სააგენტოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის მეშვეობითაც უზრუნველყოფილი იქნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ ინფორმაციის სანდოობა და უფრო თანმიმდევრული გახდება ის ისტორიული მონაცემები, რომელიც მიეწოდებათ საქართველოში ჩამოსულ უცხოელ სტუმრებს.

„უაღრესად სასიხარულო და მისასალმებელია, რომ საქართველოში ყოველწლიურად იზრდება ტურისტული ნაკადები და ვითარდება ტურიზმის სფერო, თუმცა ბოლო პერიოდში, ტურისტული ნაკადების ზრდასთან ერთად, იკვეთება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ იმ ინფორმაციის სანდოობის დაცვის აუცილებლობა, რომელიც ტურისტებს მიეწოდებათ.

საკითხი რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე ვსაუბრობთ ეროვნული კატეგორიის ძეგლების ინფორმაციის დაცულობის გარანტიებზე, ხოლო შემდგომ აღნიშნული პროცესი უფრო ფართომასშტაბიანი გახდება. უახლოეს მომავალში კი მოხდება კანონპროექტის ინიცირება, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ ინფორმაციის სანდოობას უზრუნველყოფს", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ორგანიზებით კანონპროექტის ინიცირებამდე გაგრძელდება გაფართოებული შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics