|
2018-08-30 19:14:02, 1511 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი: საფრანგეთის მოქალაქედ აღარ ვითვლები
„საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ორივემ ხელი მოაწერეს განკარგულებას, რომლის მიხედვით 23 აგვისტოდან აღარ ვითვლები საფრანგეთის მოქალაქედ“, - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, მისთვის ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება. „დღევანდელი დღე ჩემთვის სხვანაირი დღეა. დღეიდან აღარ ვარ ორმაგი მოქალაქე. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ორივემ ხელი მოაწერეს განკარგულებას, რომლის მიხედვით 23 აგვისტოდან აღარ ვითვლები საფრანგეთის მოქალაქედ, ეს არ არის ადვილი და მარტივი საკითხი, რადგან საფრანგეთმა ქართველებს, იმ დიასპორას, რომელიც წავიდა საქართველოდან, შეუნარჩუნა ლევილის სასახლე და ერთი საუკუნის მანძილზე გაუწია ძალიან დიდი დახმარება, თავშესაფარი. საფრანგეთი ყოველთვის არის კეთილგანწყობილი ქართველების მიმართ. ეს გადაწყვეტილება არ არის მარტივი, მაგრამ არის აუცილებელი. არ შეიძლება ქვეყნის პრეზიდენტი ამავდროულად იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე. ეს არის ძალიან ლოგიკური, ნებისმიერ ქვეყანაში ასე იქნებოდა. მე ამ გადაწყვეტილებას ვიღებ სრული პასუხისმგებლობით და ეს არის აუცილებელი. მე ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ამ დღიდან მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვარ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მაისაშვილსა და როგავაზე თავდასხმისათვის დაკავებულ სპეცრაზმელებს პატიმრობა შეეფარდათ
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)