2018-08-30 15:40:44, 2426 ნახვა
მსოფლიო
იტალიის შს მინისტრის მშობლების სახლი საქართველოს 5 მოქალაქემ გაქურდა
იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის მატეო სალვინის მშობლების სახლი საქართველოს მოქალაქეებმა გაქურდეს, - ამის შესახებ Milano.it იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები 27 აგვისტოს დააკავეს, მაშინ როდესაც ისინი მილანიდან გაქცევას ცდილობდნენ.
მედიის ცნობით, ყაჩაღობის დროს შს მინისტრის მშობლები სახლში არ იმყოფებოდნენ. ბოროტმოქმედებმა სახლიდან ძვირფასი ნივთები და სეიფი გაიტანეს. იტალიელმა სამართალდამცველებმა სულ საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს. ისინი მანამდე არც ერთ საქმეში არ ფიგურირებდნენ.
ავტორი: ,