|
2018-08-29 22:48:02, 1056 ნახვა
კომენტარი
ქართველ მუსლიმთა კავშირი გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს
ქართველ მუსლიმთა კავშირი გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს, - ამის შესახებ ტარიელ ნაკაიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. “ვფიქრობ, დღეს გურამ კაშიას დაცვა ჩვენი თავისუფლებისა და ღირსების საკითხია. ამავე დროს, ეს ნიშნავს ღიად პრორუსული და ფაშისტური ძალების წინააღმდეგ ბრძოლას, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,” – აცხადებს ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე, ტარიელ ნაკაიძე. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი, გურამ კაშია ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების აგრესიის ობიექტი თავდაპირველად მას შემდეგ გახდა, რაც 2017 წლის 23 ოქტომბერს ჰოლანდიაში, „ვიტესის“ რიგებში LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლავურით ითამაშა. თუმცა, კაშიამ მაშინვე თქვა, რომ ის ძალადობას გმობს და არ ნანობს, რაც გააკეთა. 22 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ LGBT ადამიანების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის UEFA-მ კაშიას თანასწორობის ჯილდოც გადასცა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)