|
2018-08-29 18:26:09, 1773 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე თამარ ჟვანიას არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს
გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას არჩევნების ტოტალური გაყალბების სისტემის ჩამოყალიბების მცდელობაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. ოპოზიციამ ახალი მიმოწერები გაასაჯაროვა, რომელიც მათი თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს ეკუთვნით. გიორგი ვაშაძის თქმით, ჩანაწერებით დასტურდება, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები კომისიების წევრებს კანონგარეშე მითითებას აძლევენ. „საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებმა ჩვენ მოგვაწოდეს მათ მიერ დაგზავნილი მეილები, სადაც კანონგარეშე ქმედებას, კანონის საწინააღმდეგო მითითებას აძლევენ საოლქო საარჩევნო კომისიების ე.წ. დამოუკიდებელ, პროფესიული ნიშნით შერჩეულ პირებს და შეგახსენებთ, რომ მათ 63 ცოლი დანიშნეს ამ კომისიებში. ამ მითითებაში პირდაპირ ეუბნებიან - იმ მოთხოვნაზე, რაც დააყენეს ოპოზიციურმა პარტიებმა, რომ გასაუბრება მოხდეს საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული, დამოუკიდებელი ნიშნით შესარჩევ წევრებთან, ვციტირებ: „თუ ამას მოითხოვენ სხდომაზე, საერთოდ არ დააყენოთ ეს საკითხი კენჭისყრაზე. კანონი გასაუბრებას არ ითვალისწინებს. თუ ვინმეს ეს მოუნდება, სხვაგან გაესაუბრონ“. ანუ აუკრძალეს კიდეც საოლქო საარჩევნო კომისიის შენობებში შეშვება ამ კანდიდატების გასაუბრებისთვის. გვაქვს დოკუმენტაცია, სადაც პირდაპირ, „მესიჯბოქს“ აძლევენ ე.წ. დამოუკიდებელ კომისიის წევრებს, თუ რა უნდა უპასუხონ მედიასაშუალებებს, რა განცხადება და განმარტება უნდა გააკეთონ ამ საკითხებთან დაკავშირებით. ეს ყოველგვარ ზღვარს სცდება. მინდა მივმართო თამარ ჟვანიას - ის, რასაც თქვენ აკეთებთ ქალბატონო თამარ, ეს არის არჩევნების ტოტალური გაყალბების სისტემის ჩამოყალიბება ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს ყველა მექანიზმი იმისთვის, რომ გამოვავლინოთ თქვენი ყველა დანაშაულებრივი ქმედება, ძალიან კარგად ვიცით რომ კანონში სპეციალურად თქვენთვის შეიტანეს ცვლილება, რომ ეს არჩევნები როგორმე ჩაგამთავრებინონ, იმიტომ რო ვადა გადის სექტემბერში, ამისთვის შესაბამისი დაპირებაც მიიღეთ, რომ გააყალბოთ ეს არჩევნები, ჩვენ ამის უფლბას არ მოგცემთ“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ. გარდა ამისა, ვაშაძე საოლქო საარჩევნო კომისიებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებსაც მიმართავს. „მივმართავ ასევე საოლქო საარჩევნო კომისიებს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ამ წუთებში იმართება საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომები, სადაც აპირებენ ამ ინსტრუქციის შესრულებას. ნუ დაემორჩილებით ამ კანონგარეშე ქმედებას, ნუ გახდებით თამარ ჟვანიას მიერ შექმნილი საარჩევნო გაყალბების მექანიზმის თანამონაწილე, რომელსაც „ქართული ოცნების“ დავალებით აყალიბებს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მაისაშვილსა და როგავაზე თავდასხმისათვის დაკავებულ სპეცრაზმელებს პატიმრობა შეეფარდათ
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)