|
2018-08-29 14:42:17, 1522 ნახვა
ეკონომიკა
კახეთში ღვინის ახალი საწარმო გაიხსნა
„ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ღვინის ახალი საწარმო „აგრიდა" გაიხსნა. საწარმოს გახსნას, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ანდრო ასლანიშვილი დაესწრო. „გაზრდილი ღვინის ექსპორტი და დივესრიფიცირებული ბაზრები, საქართველოში ახალი ღვინის საწარმოების შექმნის საფუძველს ქმნის. ამ დროისთვის, საქართველოში 500-მდე ღვინის კომპანიაა, რომელთაგან 250-ს ღვინო ექსპორტზე გააქვს. სახელმწიფოს ხელშეწყობით, მევენახეობა-მეღვინეობის დარგი გაძლიერებულია და აღარ საჭიროებს სუბსიდიის ფორმით მხარდაჭერას. მისასალმებელია, რომ კიდევ ერთი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც მიმდინარე რთველის პროცესში ჩართვას და მოსახლეობისგან ყურძნის შესყიდვას გეგმავს“, - აღნიშნა ანდრო ასლანიშვილმა. „აგრიდას" ხელმძღვანელის, გურამ მინდიაშვილს ინფორმაციით, საწარმოო მიმდინარე წლის რთველის პროცესში ჩაერთვება და გადაამუშავებს როგორც საკუთარი ვენახებიდან მოწეულ, ასევე მოსახლეობისგან ჩაბარებულ ყურძენს. „აგრიდა" ფლობს 23 ჰექტარ ვენახს, გეგმავს როგორც ქვევრში დაყენებული, ისე კლასიკური მეთოდით დამზადებული ღვინოების წარმოებას. მისი წარმადობა წელიწადში 1,5 მლნ ბოთლია. ღვინო გაიყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ექსპორტზე. საწარმოში სეზონურად 50-მდე ადამიანი დასაქმდება, იგეგმება ღვინის ტურიზმის განვითარება. საწარმო „აგრიდა" შეიქმნა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულებამ 1,2 მლნ ლარი შეადგინა. „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში ამ დროისთვის დაფინანსებულია და დამატებით ფუნქციონირებს 28 ახალი ღვინის საწარმო, გაფართოებულია 64 ღვინის საწარმო.
(NS)
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)