|
2018-08-29 12:38:50, 1045 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: მერკელს კარგი იუმორის გრძნობა აქვს, მკითხა ვიცოდი თუ არა, რატომ არ იყო წითელი ხალიჩა და თვითონვე მიპასუხა
„როდესაც თვითმფრინავის ძრავები მუშაობს არ შეიძლება ხალიჩა იყოს, რადგან შეიძლება უსაფრთხოების ნორმები დაარღვიოს“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას. კითხვა ეხებოდა ანგელა მერკელის საქართველოდან გამგზავრების დროს, კანცლერის შეკითხვას, თუ რატომ არ იყო თვითმფრინავამდე მისასვლელ გზაზე წითელი ხალიჩა დაგებული. როგორც პრემიერმა განმარტა, კანცლერის ეს შეკითხვა ხუმრობით იყო დასმული და მას ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვს. „რაც შეეხება წითელი ხალიჩის ეპიზოდს, მაშინ სერიოზულად გიპასუხებთ. ქალბატონ მერკელს აქვს ძალიან კარგი იუმორის გრძნობა და როდესაც ჩვენ მივდიოდით თვითმფრინავისკენ, მან დამისვა შეკითხვა, ვიცოდი თუ არა რატომ არ იყო წითელი ხალიჩა და თვითონვე მიპასუხა, ეს არის ძალიან მარტივი უსაფრთხოების საკითხი, როდესაც თვითმფრინავის ძრავები მუშაობს არ შეიძლება ხალიჩა იყოს, ამან შეიძლება უსაფრთხოების ნორმები დაარღვიოს. მაგრამ მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ როდესაც ასეთი სტუმარი ჩამოდის, სწორედ ეს არის უმთავრესი გზავნილი. როდესაც ასეთი მაღალი დონის პოლიტიკოსი მიდის საოკუპაციო ხაზთან და საკუთარი თვალით ხედავს იმ პრობლემას, რომელიც ჰქონდა მის სამშობლოს გერმანიის გაერთიანებამდე და ვხედავთ გერმანიის მხარდაჭერას, ჩვენი მიზნების და ამოცანების მიმართ, ეს არის ერთმნიშვნელოვანი პასუხი ყველაფრის მიმართ“, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით თოჯინების თეატრების გაერთიანებამ ახალი სეზონი დაიწყო
საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი
აშშ-მ შესაძლოა ირანზე დარტყმები განაახლოს შუალედური არჩევნების შემდეგ
ბრაზილიიდან გაქცეული ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ბოლსონარო შეერთებულ შტატებში ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)