11:25 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-29 10:03:58, 2446 ნახვა

პოლიტიკა
წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო

წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) დღეიდან ოფიციალურად დაიწყო.

ძირითადი აკრძალვები და ვალდებულებები, რაც ამ პერიოდში კანონმდებლობით არის განსაზღვრული, ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განმარტა:

„არჩევნების დანიშვნის დღიდან, დაიწყო წინასაარჩევნო პერიოდი. რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) წარმართვას და ასევე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებულ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, ისინი ამოქმედდება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე. კანონმდებლობის თანახმად, აკრძალულია სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებზე, რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ კამპანიის წარმართვა. გარდა ამისა, კანონმდებლობით აკრძალულია იმ პირების მიერ, რომლებსაც არ ეკრძალება წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღება, მასზე სამსახურებრივად დაქვემდებარებული, ან რაიმე ფორმით დაქვემდებარებული პირის ჩაბმა ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს შეუწყობს რომელიმე კანდიდატის წარდგენას ან არჩევას. კანონმდებლობით ასევე აკრძალულია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, სამუშაო საათებში წინასაარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის წარმოება. გარდა ამისა, აკრძალულია არა მხოლოდ სამუშაო საათებში, არამედ სამსახურებრივი ფუნქციების შესრულების დროსაც, ბიუჯეტით ისეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება, რომელიც წინასწარ არ იყო დაგეგმილი. კანონმდებლობით აკრძალულია პენსიების ზრდა, შემწეობის გაზრდა, თუკი ეს მანამდე არ იყო დაგეგმილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტით. ასევე, გარკვეული ვალდებულებები აქვთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. კონკრეტულად, მათ უნდა გამოყონ ის შენობა-ნაგებობები, სადაც წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის უფლება აქვს თითოეულ კანდიდატს. ეს შენობა-ნაგებობები თანაბრად უნდა იყოს გამოყენებული და შესაბამისად, თანაბრად უნდა იყოს მიწოდებული თითოეული კანდიდატისათვის“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics