17:58 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-28 17:58:32, 1741 ნახვა

პოლიტიკა
წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად ხვალიდან იწყება

წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) ოფიციალურად ხვალიდან იწყება, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა.

მან ის ძირითადი აკრძალვები და ვალდებულებები განმარტა, რაც ამ პერიოდში კანონმდებლობით არის განსაზღვრული:

„არჩევნების დანიშვნის დღიდან, დაიწყო წინასაარჩევნო პერიოდი. რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) წარმართვას და ასევე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებულ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, ისინი ამოქმედდება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე. კანონმდებლობის თანახმად, აკრძალულია სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებზე, რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ კამპანიის წარმართვა. გარდა ამისა, კანონმდებლობით აკრძალულია იმ პირების მიერ, რომლებსაც არ ეკრძალება წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღება, მასზე სამსახურებრივად დაქვემდებარებული, ან რაიმე ფორმით დაქვემდებარებული პირის ჩაბმა ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს შეუწყობს რომელიმე კანდიდატის წარდგენას ან არჩევას. კანონმდებლობით ასევე აკრძალულია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, სამუშაო საათებში წინასაარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის წარმოება. გარდა ამისა, აკრძალულია არა მხოლოდ სამუშაო საათებში, არამედ სამსახურებრივი ფუნქციების შესრულების დროსაც, ბიუჯეტით ისეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება, რომელიც წინასწარ არ იყო დაგეგმილი. კანონმდებლობით აკრძალულია პენსიების ზრდა, შემწეობის გაზრდა, თუკი ეს მანამდე არ იყო დაგეგმილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტით. ასევე, გარკვეული ვალდებულებები აქვთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. კონკრეტულად, მათ უნდა გამოყონ ის შენობა-ნაგებობები, სადაც წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის უფლება აქვს თითოეულ კანდიდატს. ეს შენობა-ნაგებობები თანაბრად უნდა იყოს გამოყენებული და შესაბამისად, თანაბრად უნდა იყოს მიწოდებული თითოეული კანდიდატისათვის“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაისაშვილსა და როგავაზე თავდასხმისათვის დაკავებულ სპეცრაზმელებს პატიმრობა შეეფარდათ
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics