|
2018-08-27 16:51:13, 2165 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს რკინიგზისა“ და ,,დოიჩე ბანის“ გენერალური დირექტორები „მრგვალი მაგიდის“ მუშაობას გაეცნენ
გერმანიის ფედერალური კანცლერის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ქართული და გერმანული ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობით გამართული „მრგვალი მაგიდის“ მუშაობას „საქართველოს რკინიგზისა“ და ,,დოიჩე ბანის“ გენერალური დირექტორები, დავით ფერაძე და რიჩარდ ლუცი დაესწრნენ. შეხვედრაზე, გერმანულ კომპანიებს საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო და ბიზნესის წარმოების შესაძლებლობები გააცნეს. შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს, საქართველოს რკინიგზა და ევროპის ყველაზე მსხვილ სატრანსპორტო კომპანია „დოიჩე ბანი“ ოფიციალური პარტნიორები გახდნენ. კომპანიებს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც რკინიგზის სატვირთო სექტორში ერთობლივი პროექტების განვითარებას, მათ შორის, ევროპისა და აზიის მულტიმოდალური სატრანსპორტო კორიდორების გაძლიერებას ისახავს მიზნად. პარტნიორობის ახალი ეტაპი ხელს შეუწყობს კომპანიებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის რესურსების გაცვლას ცოდნის, გამოცდილების, ინფორმაციისა და დასაქმებულების კუთხით.
(R)
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)