23:13 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-27 11:19:15, 762 ნახვა

სხვადასხვა
1709 წლის საბუთი ჯვრის მონასტრის შესახებ, მე-19 საუკუნის საქმეში მოიძებნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტოს ეროვნული არქივში დაცულ მე-19 საუკუნის ფონდის - „თბილისის კეთილმოწყობის კომიტეტი“  – გადამუშავებისას 1839 წლის ერთ-ერთ საქმეში მოიძებნა 1709 წლის ისტორიული საბუთი, რომელიც იერუსალიმის ჯვრის მონასტერს შეეხება.

ახლადმიკვლეული დოკუმენტი სარდალ გიორგი ამილახვრის მიერ იერუსალიმის ქრისტეს საფლავის ეკლესიისადმი 1709 წელს გაცემული შეწირულების წიგნია. ამ დოკუმენტით ამილახვარმა თბილისში მდებარე თავისი მამული მშობლების - მამის გივი ამილახვრისა და დედის თამარის (შაჰნავაზის იგივე ვახტანგ V-ის ასული)  სულის მოსახსენიებლად შესწირა ტაძარს. დოკუმენტის პირი (გადაწერილი ასლი) ეროვნული არქივის ძველი საბუთების პირების კოლექციაში ამ დრომდეც ინახებოდა და მისი შინაარსი ცნობილი იყო, თუმცა მე-19 საუკუნის საარქივო საქმეში მისი ორიგინალის მიკვლევას გამორჩეული მნიშვნელობა აქვს.

იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ქართველების მოღვაწეობასა და მონასტრისათვის ქართველი მეფეებისა და მთავრების შეწირულებათა შესახებ ეროვნული არქივის ძველ საბუთთა კოლექციაში მე-15-მე-19 საუკუნეების 115 დოკუმენტია დაცული. ამ ისტორიული საბუთებით დასტურდება, ქართველი მეფეები და დიდებულები გამუდმებით სწირავდნენ ქონებას იერუსალიმის ქართულ მონასტრებს და იმ სავანეებს, სადაც ქართველი სასულიერო პირები მოღვაწეობდნენ.

ამონარიდი საბუთიდან: ,,ამილახორის ზემო ქართლის სარდლის შვილმან ბატონმან გიორგიმ შემოგწირე... ესე მცირე კნინი შემოსაწირავი საკუთარი ჩვენი ალალი ნასყიდი ადგილი ქალაქს გალავანს გარეთ ხევის გაღმა მოედნისაკენ... სიგძე ადლი ორმოცდახუთი, განი ადლი ოცდახუთია მისის სამართლიანის სამძღვრით უკლებლად მოგართვით და შემოგწირეთ ამა პირსა ზედან, რომელ ვინცა ვინ ეალუსარიმის პატრიარქი დღეს ბძანდებოდეს, ანუ შემდგომად დღეის წაღმა, ყოველ აღდგომის დიდს შაბათს ნათლის გამოსლვის დღეს მამის ჩვენის ამილახვარის გივისათვინ და უძლეველის მეფის პატრონის შაჰნავაზის ასულის დედის ჩვენის ბატონის თამარისათვინ ჟამსა სწირევდენ და მათ შენდობითა და ჩვენ ძეთა მათთაც დღეგრძელობით მოგვიხსენებდნენ თვისის კრებულითა. კიდენ ესეც უნდა გვიყონ რომე ერთი კანდელი დაუნელებლად ქრისტეს საფლავზედ ჩვენ მაგიერობით ენთებოდეს".

საბუთს ახლავს ხუთი ბეჭედი. ოთხი ამილახვრებს, ერთი კი მეფე გიორგი XII-ს ეკუთვნის, რომლითაც მან 1799 წელს დაადასტურა შეწირულება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics