|
2018-08-27 10:47:12, 1810 ნახვა
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე: Fitch-ის პოზიტიური შეფასება ხელსაყრელი ბიზნეს გარემოთი და მაკროეკონომიკური მდგრადობითაა განპირობებული
სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი „BB-"დონეზე დატოვა, პოზიტიური პერსპექტივით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, სარეიტინგო კომპანიის მიერ პოზიტიურად არის შეფასეული საქართველოში არსებული მდგომარეობა, რაც განპირობებულია ხელსაყრელი ბიზნეს და მმართველობითი გარემოს უზრუნველყოფით და რეგიონში არსებული შოკების მიმართ მაკროეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნებით. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, სარეიტინგო კომპანიამ ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში დაფიქსირებულ მოსალოდნელზე მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, რაც როგორც შიდა მოთხოვნის (ძირითადად ინვესტიციების), ასევე ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდის შედეგია. Fitch-ის შეფასებით, 2019-2020 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საშუალოდ 4.8 პროცენტს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება „BB"კატეგორიის ქვეყნების მედიანურ 3.5 პროცენტიან მაჩვენებელს. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, „Fitch-ის რეიტინგზე დადებითი გავლენა იქონია ისეთმა ფაქტორებმა, როგორებიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან საქართველოს თანამშრომლობა და პროგრამის წარმატებული მიმდინარეობის პროცესი; ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემო; ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან თანხვედრა, გაუმჯობესება საჯარო ფინანსების მართვის თვალსაზრისით და სხვ. ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საკრედიტო კომპანია Fitch-ის შეფასებით, საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის და პერსპექტივების, მიმდინარე რეფორმების ფონზე საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა, არსებული საგარეო ვალისა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პირობებშიც კი გაიუმჯობესოს საკრედიტო რეიტინგი 1 საფეხურით და გადავიდეს „BB" კატეგორიის მქონე ქვეყნების სიაში". ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, საკრედიტო სარეიტინგო კომპანიის მკვეთრად დადებითი შეფასებები მნიშვნელოვანია საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის კიდევ უფრო გაუმჯობესებისა და ქვეყანაში მაღალი ხარისხის კაპიტალს მოზიდვისათვის. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მარტში სარეიტინგო კომპანია „Fitch" მა გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურის მიმართულებით.
(NS)
კიევის ბუჩას რაიონში რუსული თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა.
გეგელია: ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს, საქართველოში ეძებენ ნავსაყუდელს
გარემოს ეროვნული სააგენტო: 29-31 აგვისტოს მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი
ცივი იარაღით თანასოფლელი სასიკვდილოდ დაჭრა - დაკავებულია არასრულწლოვანი
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
კიევის ბუჩას რაიონში რუსული თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა.
ზელენსკიმ რუსეთის მასშტაბით დღეში 1000 დრონის გაშვება ბრძანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)