12:06 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-24 19:08:36, 1620 ნახვა

კომენტარი
სოფო კილაძე: როცა კონსტიტუციის დღეს პრეზიდენტი არ ესწრება, რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს საბოტაჟის ნიშნებს შეიცავს

„როცა ავღნიშნავთ კონსტიტუციის დღეს და არ ესწრება პრეზიდენტი, რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს შეიცავს საბოტაჟის ნიშნებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციის დღეს ალტერნატიული ღონისძიების გაკეთება გადაწყვიტა.

„პრეზიდენტიც იყო მოწვეული რასაკვირველია, ისევე როგორც სხვა უმაღლესი თანანმდებობის პირები, თუმცა სამწუხაროდ, პრეზიდენტმა გადაწყვიტა ალტერნატიული ღონისძიება გაეკეთებინა, რაც არის ძალიან სამწუხარო. კონსტიტუცია, ეს არის საკითხი, რაც აერთიანებს მთელ ქვეყანას, მის თითოეულ მოქალაქეს, ეს არის ჩვენი ძირითადი კანონი და  ბუნებრივია, იმ დღეს, როდესაც ახალ რედაქციას აღვნიშნავთ, იმავდროულად აღვნიშნავთ ასევე დამოუკდებლობის შემდგომ პირველი კონსტიტუციის თარიღს, არ მოდის,  არ ესწრება პრეზიდენტი ამ ყველაფერს, რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს შეიცავს საბოტაჟის ნიშნებს“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

ცნობისთვის, კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II, მთავრობის წევრები, თბილისის მერი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები,  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, მთავარი პროკურორი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონსტიტუციის ახალი რედაქცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით დაიბეჭდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics