11:25 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-24 18:40:19, 2130 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე: პრეზიდენტმა ვერ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რისი კონსტიტუციური ვალდებულებაც აქვს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ დაასახელებს.

მდინარაძემ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არაადექვატური უწოდა და აღნიშნა, რომ მან ვერ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რისი კონსტიტუციური ვალდებულებაც აქვს.

„არაადექვატურია დღევანდელი გადაწყვეტილება და რაც უფრო ბოლოსკენ მიდის მისი საპრეზიდენტო ვადა, გადაწყვეტილებების კომენტირება მით უფრო ჭირს. მან ვერ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რისი კონსტიტუციური ვალდებულებაც აქვს და ცდილობს, ეს ყველაფერი ჩვენ გადმოგვაბრალოს“, – განაცხადა მამუა მდინარაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მზად იყო კონსულტაციებისთვის, თუმცა ეს პრეზიდენტმა არ მოისურვა.

„მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რეალური კონსულტაციები არ ყოფილიყო, წარმოედგინა რომელიმე თავისი თანამშრომელი, ან ახლობელი და შეეფუთა ეს დემოკრატიად. ეს არის მისი ფილოსოფიის მთელი არსი”, - აღნიშნა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას დაკავშირებით კონსენსუსი ვერ შედგა და პრეზიდენტი კანდიდატის წარდგენას აღარ აპირებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics