|
2018-08-24 15:31:12, 2458 ნახვა
ეკონომიკა
მიწისქვეშა გაზსაცავის დასაფინანსებლად შეთანხმება გაფორმდა
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა" და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის „სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე მიწისქვეშა გაზსაცავის მოწყობის თაობაზე" შეთანხმება გაფორმდა. ხელმოწერას, რომელსაც გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩერქეზიშვილი და ნინო ენუქიძე, აგრეთვე გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო მდივანი თომას ბარაისი დაესწრნენ. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა" პრეზიდენტმა დავით თვალაბეიშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსმა ოლაფ ციმელკამ. ხელშეკრულება ითვალისწინებს მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტისთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებისგამოყოფას. მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობით მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება.პროექტი უზრუნველყოფს ქვეყანაში გაზის მიწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული სეზონური დისბალანსისდარეგულირებას და ზამთრის პერიოდში პიკური მოხმარების დაკმაყოფილებას. სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" გაზსაცავის სამშენებლო სამუშაოებს 2019 წელს დაიწყებს და პროექტისექსპლუატაციაში შესვლა 2022 წელს იგეგმება.
(NS)
კიევის ბუჩას რაიონში რუსული თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა.
გეგელია: ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს, საქართველოში ეძებენ ნავსაყუდელს
გარემოს ეროვნული სააგენტო: 29-31 აგვისტოს მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი
ცივი იარაღით თანასოფლელი სასიკვდილოდ დაჭრა - დაკავებულია არასრულწლოვანი
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
კიევის ბუჩას რაიონში რუსული თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა.
ზელენსკიმ რუსეთის მასშტაბით დღეში 1000 დრონის გაშვება ბრძანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)