17:17 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-24 12:13:50, 972 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ანგელა მერკელი მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

„ქალბატონი ანგელა მერკელის ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენთვის. ის არის არა მხოლოდ გერმანიის პოლიტიკური ლიდერი, არამედ ის არის ევროპული მასშტაბის და მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკური ლიდერი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის ქართველ სტუდენტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, გერმანიის კანცლერმა ორი დღის განმავლობაში საქართველოს მხარდამჭერი არაერთი მნიშვნელოვანი გზავნილი გააჟღერა.

„მის მხარდაჭერას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მან ამ ორი დღის განმავლობაში გააჟღერა არაერთი ძალიან სერიოზული გზავნილი, რომელიც შეიცავდა საქართველოს მხარდაჭერაზე ძალიან კონკრეტულ მითითებას - ის მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამას  ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანიის კანცლერსა და სტუდენტებს შორის გამართულ შეხვედრას როგორც უნივერსიტეტის პროფესორი ესწრებოდა. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა.

„გერმანია და კონკრეტულად ქალბატონი მერკელი არის ძალიან მყარი მხარდამჭერი ჩვენი სუვერენიტეტის. იგი მხარს უჭერს ჩვენს სწრაფვას ევროპულ ინტეგრაციისკენ და ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ეს არის ძალიან მკაფიო მხარდაჭერა. დღეს გაიმართა ძალიან საინტერესო დისკუსია ქალბატონ კანცლერთან. მე მადლობას გადავუხდი სტუდენტებს ძალიან საინტერსო შეკითხვებისთვის და მადლობას გადავუხდი ქალბატონ მერკელს, რომელმაც კიდევ ერთხელ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ ის ნამდვილად არის მსოფლიო მასშტაბის ლიდერი",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ეროვნული მიზნების მისაღწევად საქართველომ უნდა გააღრმავოს თანამშრომლობა და ურთიერთობა როგორც გერმანიასთან, ასევე ევროკავშირთან.

„დღევანდელმა ფორმატმა უნივერსიტეტში ქალბატონ მერკელს იმ თემების ფართოდ გაშლის საშუალება მისცა, რომელზეც მას  საუბარი გუშინაც ჰქონდა. იყო საუბარი ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ეროვნულ ინტერსებთან -  საუბარი იყო ტერიტორიულ მთლიანობაზე, საუბარი იყო ჩვენს სწრაფვაზე დასავლეთის მიმართულებით და  კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ გერმანია  ჩვენი მყარი მხარდამჭერია. ჩვენთვის მთავარია გავაღრმავოთ თანამშრომლობა და  ურთიერთობა გერმანიასთან და ევროკავშირთან იმისათვის, რომ მივაღწიოთ ჩვენს ეროვნულ მიზნებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics