11:25 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-24 11:26:27, 1043 ნახვა

პოლიტიკა
მერკელი: აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ კონტექსტში, ნატო-ში საქართველოს სწრაფ გაწევრიანებაზე ვერ ვისაუბრებთ

ნატო-ში საქართველოს სწრაფ გაწევრიანებას ვერ ვხედავ, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა თსუ-ში გამართულ შეხვედრაზე სტუდენტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სტუდენტმა მას ჰკითხა, რამდენად დაუახლოვდა საქართველო ნატო-ს ბუქარესტის სამიტის შემდეგ და რამდენად რეალისტურია ალიანსში ქვეყნის სწრაფ გაწევრიანებაზე საუბარი.

„გულწრფელად რომ გითხრათ, ნატო-ში საქართველოს სწრაფ გაწევრიანებას ვერ ვხედავ, მაგრამ სწორედ ამ კონსტელაციაში, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ კონტექსტში, ჩემი აზრით, სწრაფ გაწევრიანებაზე ვერ ვისაუბრებთ, ყოველ შემთხვევაში, გერმანიის პოზიცია ასეთია და ასეთი დარჩება“, – აღნიშნა მერკელმა.

მისივე თქმით, ყველაფრის მიუხედავად, ბოლო სამიტზე ნატო-საქართველოს პაკეტი დამტკიცდა,

„მიუხედავად ამისა, ნატო-ს ბოლო სამიტზე დამტკიცდა ნატო-საქართველოს პაკეტი. დღეს შევხვდები გერმანელ ჯარისკაცებს, რომლებიც წვრთნებში იღებენ მონაწილებს ქართულ შეიარაღებულ ძალებთან ერთად. ეს არის ის, რაც არის შედარებითი კულტურა შეირაღებული ძალების, ჩვენი ქვედანაყოფების სტანდარტები. მაგალითად, გერმანია და საქართველო ერთობლივად მოქმედებენ ავღანეთში, საქართველო მონაწილეობს ნატო-ს მისიებში, ევროკავშირისა და ნატო-ს მიმართულებით. ნელ-ნელა ყველაფერი ახლოვდება, ყველაფერი იზრდება. ეს არის ჩემი ხედვა“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics