16:52 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-24 01:59:51, 1250 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ბახტაძემ ანგელა მერკელს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელსა და სამთავრობო დელეგაციას, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მთავრობის მეთაურმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და გერმანელი და ქართველი ხალხის მეგობრობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლოთ ჩვენს მეგობრებს გერმანიიდან. ასი წლის წინ სწორედ ამ ქალაქში საქართველოს პირველი რესპუბლიკა დაარსდა. ნიშანდობლივი, თუმცა არც თუ ისე გასაკვირია, რომ გერმანია პირველი ქვეყანა იყო, ვინც ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა. ახლა, ასი წლის შემდეგ იმავე ადგილას ვიმყოფებით ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე. უდავოა, რომ ეს გზა გამოწვევებით იყო აღსავსე, თუმცა მეგობრები გვყავს - ნამდვილი მეგობრები - რომლებიც ამ გზაზე გვეხმარებიან. ჩვენთვის ძალიან ემოციურია დიდი ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილების შეფასება. ამ მიზნისკენ სავალი გზა გამოწვევებით არის სავსე, თუმცა ვიცით, რომ მეგობრები გვყავს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ოფიციალური ვახშამი კულტურულ პროგრამასაც მოიცავდა, რომელშიც ანსამბლი „შვიდკაცა", ნიკოლოზ რაჭველი ორკესტრთან ერთად, „სუხიშვილები" და ნატო მეტონიძე მონაწილეობდნენ. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ფუნიკულიორამდე ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს. 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics