16:52 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-23 18:54:15, 1192 ნახვა

პოლიტიკა
მერკელი: გერმანია რა თქმა უნდა მხარს გიჭერთ, სწორედ ამიტომ ვარ აქ

გერმანია, რა თქმა უნდა, მხარს გიჭერთ და მხარს დაგიჭერთ, – ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართლ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვას.

მედიის წარმომადგენელი დაინტერესდა, როგორ აფასებს კანცლერი საქართველოს შედეგებს ევროინტეგრაციის გზაზე და დაუჭერს თუ არა მხარს გერმანია.

„რა თქმა უნდა, გერმანია მხარს გიჭერთ და მხარს დაგიჭერთ. სწორედ ამიტომ ვარ აქ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ კონტექსტში საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი: ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება, გაფართოება, გამსხვილება. ჯერჯერობით, ჩვენ იმ ინსტრუმენტების გაფართოებაზე ვმუშაობთ, რაც არსებობს და ჩემი ვიზიტი ხელს უწყობს, მაგალითად ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. მე ვფიქრობ, ერთი ნაბიჯი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ორივესთვის, ეს არის ვიზალიბერალიზაცია, ის ასპექტები, ის მონაპოვარი, რაც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

ცნობისთვის, საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, კანცლერმა პირველი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გამართა. დღესვე, გერმანიის ლიდერი პრეზიდენტ  გიორგი მარგგველშვილს შეხვდება, ხვალ კი, საოკუპაციო ხაზთან ჩავა და საერთაოშიროს სადამკვირვებლო მისიისგან იქ არსებულ ვითარებაზე მიიღებს ინოფრმაციას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics