12:07 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-23 15:13:43, 1673 ნახვა

კომენტარი
გერმანიის ელჩი - ანგელა მერკელის ვიზიტი ხაზს უსვამს ჩვენს ქვეყნებს შორის შესანიშნავი ურთიერთობების არსებობას

ანგელა მერკელის ვიზიტი ხაზს უსვამს გერმანიასა და საქართველოს შორის შესანიშნავია ურთიერთობების არსებობას, - ამის შესახებ გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჰაიკე ფაიჩმა ჟურნალისტებს განუცხადა.

გერმანიის კანცლერის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთში დაეშვება.

„ეს არის მისი პირველი ოფიციალური ხანგრძლივი ვიზიტი 2008 წლის შემდეგ. საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ის გაემგზავრება სომხეთსა და აზერბაიჯანში. მისი ვიზიტი ხაზს უსვამს ჩვენს ქვეყნებს შორის შესანიშნავი ურთიერთობების არსებობას. საქართველოს ნატოში ინტეგრაცია იქნება ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც კანცლერი კოლეგასთან შეხვედრაზე განიხილავს. გერმანიის პოზიცია მკაფიოა, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ისევე, როგორც სხვა მოკავშირეები. ასევე კანცლერის ვიზიტი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან  სოლიდარობისა და მხარდაჭერის უმნიშვნელოვანესი ნიშანია“, - განაცხადა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჰაიკე ფაიჩმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics