11:13 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-23 13:42:56, 937 ნახვა

პოლიტიკა
კაპანაძე - ანგელა მერკელთან შეხვედრაზე ოკუპაციაზე, ნატო-ში ინტეგრაციასა და ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაზე ვისაუბრებთ

„გერმანიის კანცლერთან სამ ძირითად თემაზე გვექნება საუბარი და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი გზავნილები გაზიარებული იქნება ევროპელი პარტნიორების მხრიდან“, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ოპოზიციის წევრები გერმანიის კანცლერთან, ოკუპაციაზე, ნატოში ინტეგრაციასა და წინასაარჩევნო ვითარებაზე ისაუბრებენ.

„გერმანიის კანცლერთან სამ მთავარ თემაზე გვექნება საუბარი,  ეს სამი თემა კი არის, რაზეც ყველაზე დიდი პრობლემებია ბოლო წლების განმავლობაში, პირველი ეს არის ოკუპაცია და რუსეთთან ურთიერთობები. მიგვაჩნია, რომ ეს თემა  უნდა იყოს უმაღლეს დონეზე აწეული და სამწუხაროდ, ჩავარდნა აქვს ჩვენს ხელისუფლებას ბოლო წლების განმავლობაში. მეორე, ეს არის ნატოში ინტეგრაცია და ძალიან მნიშვნელოვანი არის გერმანიის აქტიური როლი ამ კუთხით და მესამე, ეს არის ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობა, დემოკრატიასთან დაკავშირებული პრობლემები და წინასაარჩევნო ვითარება, ამ სამ ძირითად თემაზე გვექნება ჩვენ საუბარი და იმედი გვაქვს, რომ ეს გზავნილები გაზიარებული იქნება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან“, -აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვევა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics