16:16 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-23 10:09:35, 1695 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს დღეს ანგელა მერკელი ეწვევა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი დღეს საქართველოს ეწვევა.

მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი დახვდებიან.

ანგელა მერკელი ოფიციალურ ვიზიტს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრით დაიწყებს. ამის შემდეგ შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება, მოგვიანებით კი, პრემიერის და გერმანიის კანცლერის ერთობილივი პრესკონფერენცია გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში ანგელა მერკელი ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს.

გარდა ამისა, გერმანიის კანცლერი ხვალ ოპოზიციის წარმომადგენლებთან და სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე გერმანელ ჯარისკაცებთან გამართავს შეხვედრას.

იგი ასევე საოკუპაციო ხაზთან ჩავა და იქ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებისგან მიიღებს.

კანცლერთან ერთად, გერმანიის დელეგაციაში ასევე არიან: სახელმწიფო მდივანი, სპიკერი შტეფენზაიბერტი; საქართველოში გერმანიის ელჩი ჰაიკე ფაიჩი; საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კანცლერის მრჩეველი იან ჰეკერი; ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის საკითხებში კანცლერის მრჩეველი ლარს ჰენდრიკ როელერი; ევროპული პოლიტიკის საკითხებში კანცლერის მრჩეველი უვე კორსეპიუსი; კანცელარიის სამხრეთ კავკასიის განყოფილების უფროსი მათიას ლიუტენბერგი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics