16:19 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-22 19:24:10, 1391 ნახვა

პოლიტიკა
ზალკალიანი: საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯერემი ჰანტის მიერ და  აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში რუსეთის საკითხზე გამართული მოსმენისას გაკეთებულ საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს დადებითად აფასებს.

მისი თქმით, აღნიშნული განცხადებები ადასტურებს, რომ საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი:

„მაშინ, როდესაც, გერმანიის კანცლერი ჩამოდის საქართველოში, მაშინ როდესაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში ვიზიტის დროს, თავის გამოსვლაში მნიშვნელოვან ადგილს უთმობს საქართველოს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციას, მაშინ, როდესაც აშშ-ს სენატში იმართება მოსმენა, რომელზეც წარსდგნენ აშშ-ს მაღალი თანამდებობის პირები და დასმულ კითხვებშიც და მათ მიერ გაკეთბულ განცხადებაშიც მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი საქართველოს. იყო განცხადებები გაკეთებული, როგორც სენატორების მხრიდან, ისე ვეს მიჩელის მხრიდან და ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, აღნიშნული წარმოადგენს მკაფიო პასუხს ოპონენტების კრიტიკაზე, რომ თითქოსდა საქართველო გამქრალია საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგიდან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics