12:08 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-22 15:52:15, 1061 ნახვა

კომენტარი
არჩილ ტატუნაშვილის დედა: მე თუ ვერ მოვესწრები, მომავალი თაობა მოესწრება - არ უნდა დარჩნენ დაუსჯელები

„მე თუ ვერ მოვესწრები, ჩვენი მომავალი თაობა მოესწრება, დაინახავს როგორ არაადამიანურად აწამეს ჩემი შვილი და პასუხი უნდა აგონ იმათ“, - ამის შესახებ არჩილ ტატუნაშვილის დედამ, რუსუდან ტატუნაშვილმა განაცხადა.

ტატუნაშვილის ოჯახი ყველა დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ელოდება.

„რადგან ეს დოკუმენტაცია იგზავნება სტრასბურგში, იმედი მომეცა სიმართლის დადგენის. ჩემი შვილი აწამეს და ისინი აცხადებდნენ, რომ წამების შედეგად არაა, ბუნერივი სიკვდილით გარდაიცვალაო, თითქოს გულის შეტევით. მე თუ ვერ მოვესწრები, ჩვენი მომავალი თაობა მოესწრება, დაინახავს როგორ არაადამიანურად აწამეს ჩემი შვილი და პასუხი უნდა აგონ იმათ. აუცილებლად უნდა აგონ, არ უნდა დარჩნენ დაუსჯელები“,  - განაცხადა რუსუდან ტატუნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე,  არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა. 26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა. არჩილ ტატუნაშვილი 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics