|
2018-08-21 18:51:37, 1349 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - ვაკვირდებით იმ კანდიდატებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებებს
ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს, ვაკვირდებით იმ კანდიდატებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს საპრეზიდენტო კანდიდატებთან დაკავშირებული კითხვის კომენტირებისას განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, "ქართულ ოცნებაში" არის ბევრი კანდიდატი, რომელიც ღირსეულ შედეგს დააფიქსირებს ნებისმიერ არჩევნებზე და საზოგადოებამ ეს იცის. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გუნდში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. „ჩვენ არაერთხელ ავხსენით, თუ რაში გამოიხატება ჩვენი მიდგომა და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს, ვაკვირდებით იმ კანდიდატებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებებს. ისიც აღვნიშნეთ, რომ გუნდში მიმდინარეობს არა მხოლოდ კომუნიკაცია, არამედ, დისკუსია ამ საკითხზეც და მე თვითონაც არაერთხელ გავაკეთე განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით. "ქართული ოცნების" ფილოსოფია გახლავთ საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის და საპარლამენტო რესპუბლიკის მშენებლობა. აქედან გამომდინარე, ორივე პოზიციას პარტიაში აქვს თავისი არგუმენტები. ვინაიდან გვაქვს კონსტიტუციური უმრავლესობა პარლამენტში, შეიძლება ჩვენი დემოკრატიული განვითარებისთვის უკეთესი იყოს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში არ მიიღოს მმართველმა ძალამ მონაწილეობა, თუმცა, ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, მეორეს მხრივ, არსებობს პოზიცია, რომ პარტია აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი თავისი კანდიდატით ამ არჩევნებზე. ჩვენ დავაკვირდებით მოვლენებს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)