08:27 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-20 14:57:54, 1233 ნახვა

ეკონომიკა
Mome.ge - მაშინ, როდესაც კლასიკური სცენარი არ ამართლებს

ზოგჯერ ნებით თუ უნებლიეთ ფინანსური პრობლემების წინაშე ვდგებით, რომლის მოგვარებასაც დამატებითი ფინანსების გარეშე ვერ მოვახერხებთ.  საჭირო ხდება აღნიშნული დამატებითი ფინანსური რესურსების წყაროების ძიება. გონებაში ორი კლასიკური სცენარი იბადება: პირვლი ეს არის მეგობარი, რომელიც უპროცენტოდ გვასესხებს სასურველ თანხას გარკვეული ვადით, ან მეორე, ბანკი, რომელიც გარკვეული საპროცენტო განაკვეთის დამატებით გაგვიწევს ფინანსურ მხარდაჭერას. 

როგორ მოვიქცეთ მაშინ, თუ არცერთი ნაცადი მეთოდი არ მუშაობს, მაგალითად მაშინ, როდესაც დროში ძალიან ვართ შეზღუდულები და ბანკის პასუხს ვერ დაველოდებით, ან მაშინ, როდესაც ასეთი მეგობრები არ გვყავს?  საჭიროა ისეთი სერვისი, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი, სწრაფი და კომფორტული.

როდესაც ასეთ დამახასიათებელ თვისებებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ონლაინ სესხები გვახსენდება.  საქართველოში მათ დიდი წარმატებით მოიკიდეს ფეხი, იყო პრობლემებიც, იყო უკმაყოფილების დიდი ტალღაც მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო, თუმცა დღეს დღეისობით ეს ყველაფერი დარეგულირებულია, როგორც კონკურენციის წყალობით, ასევე სახელმწიფო რეგულაციების შემოღებით. ახლა ნებისმიერ პატიოსან გადამხდელს, რომელსაც კარგი საკრედიტო ისტორიის რეიტინგი აქვს, არის საქართველოს მოქალაქე 20- დან საპენსიო ასაკამდე, შეუძლია მოიმარჯვოს თუნდაც სმარფონი და ნებისმიერი ადგილიდან სადაც ინტერნეტთან წვდომა ექნება მოითხოვოს როგორც მოკლევადიანი ონლაინ სესხი, ისე გრძელვადიანი სწრაფი სესხები.

განაცხადის შევსების პროცესი რამდენიმე მარტივი ეტაპისგან შედგება. პირველ რიგში, ნიშნავთ სასურველ თანხასა და პერიოდს, შემდეგ ავსებთ რეგისტრაციის ფორმას. წინასწარი პასუხი ფაქტობრივად მომენტალურად მიიღება და თუ ის დადებითი იქნება მოგიწევთ იდენტიფიკაციის გავლა - ანუ სესხის გამცემი ორგანიზაციის ანგარიშზე ერთი თეთრის გადარიცხვა, ამას ერთ წუთზე ნაკლები დაჭირდება თუ ონლაინ ბანკინგით სარგებლობთ.  ამის შემდეგ თანხას 10 წუთში საბანკო ბარათზე მიიღებთ. გამოდის, რომ 50- დან 3000 ლარამდე თანხა შეგიძლიათ სახლიდან ისესხოთ სულ რაღაც 15 წუთში. ისე რომ არავინ შეაწუხოთ, არ დაიღალოთ, არ მოწყდეთ საქმეს. ნამდვილად მიმზიდველია არა?  ერთადერთი, რამაც შეიძლება იმედი გაგიცრუოთ, ეს არის არასწორად შერჩეული ონლაინ სესხი, ანუ ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც შეიძლება ის მოლოდინები არ გაგიმართლოთ, რომელიც რეალურად გაქვთ. ამიტომ გთავაზობთ mome.ge - ს, ეს არის ონლაინ სესხების კატალოგი, რომელზეც შესაძლებელია სწრაფი სესხების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, გარდა ამისა, მათი ერთმანეთთან შედარება, პრიორიტეტების განსაზღვრა და საუკეთესოს შერჩევა.  აქ თქვენ მიიღებთ ისეთი სახის ინფორმაციას, როგორიცაა საპროცენტო განაკვეთები, სასესხო ლიმიტები, პირველი სესხის მაქსიმუმი, ასაკობრივი ზღვრები, თანხის მიღების გზები, სამუშაო საათები, კონტაქტი და სხვა.  მოწოდებული ინფორმაცია მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა, რაც გარანტიაა იმისა, რომ ის 100%- ით ვალიდურია. ასევე, მეტი კომფორტისთვის ფუნქციონირებს 24/7- ზე ონლაინ დახმარების ფანჯარა, დასვით შეკითხვა და მიიღეთ ამომწურავი პასუხები პროფესიონალებისგან.  ასევე შეგიძლიათ იკითხოთ მომეს ბლოგი, რომელიც უამრავი ფინანსური და საყოფაცხოვრებო რჩევით გაგაძლიერებთ.

მომე.ჯი - შეადარეთ და აირჩიეთ საუკეთესო!

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics