|
2018-08-20 14:36:22, 1103 ნახვა
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე: ევროკავშირის ბაზარმა დსთ-ს ბაზარი ექსპორტის კუთხით მნიშვნელოვნად ჩაანაცვლა
„ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგარეო ვაჭრობის დივერსიფიკაციის კუთხით, რამაც ექსპორტის სტრუქტურა შეცვალა. ევროკავშირის ბაზარმა მნიშვნელოვნად ჩაანაცვლა დსთ-ს ბაზარი ექსპორტის კუთხით. 2018 წლის იანვარ-ივლისში ევროკავშირის წილმა საქართველოს ექსპორტში 22.3% შეადგინა და ევროკავშირში ექსპორტი გაიზარდა 20.2%-ით", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა. „საქსტატის" მონაცემებით, 2018 წლის ივლისში, წინა წელთან შედარებით, ექსპორტის მაღალი ზრდა დაფიქსირდა და 31 პროცენტი შეადგინა. ექსპორტის მოცულობა 278.5 მლნ. აშშ. დოლარი იყო. მიმდინარე წლის ივლისში იმპორტი 21.8 პროცენტით გაიზარდა და 781.8 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. ასევე გაიზარდა ექსპორტის მაჩვენებელი 2018 წლის იანვარ-ივლისშიც. ის 28.8%-ით გაიზარდა და 1 871.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 22.9%-ით აღემატება წინა წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებელს და 5 180.8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. სულ საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7 051.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 24.4 პროცენტით მეტია. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ექსპორტის ზრდას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ხელი შეუწყო საგარეო მოთხოვნის ზრდამ საქართველოდან ექსპორტირებულ საქონელზე. მისი თქმით, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (13.2 პროცენტი), მსუბუქი ავტომობილების (98.4 პროცენტი), აზოტოვანი სასუქების (42.1 პროცენტი), ღვინოების (25,7 პროცენტი) და სპირტიანი სასმელების (23.6 პროცენტი) ექსპორტი. „საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომი ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით. თავისუფალი ვაჭრობის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას და ქმნის საექსპორტო პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ.
(NS)
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)