|
2018-08-20 12:17:05, 1079 ნახვა
ეკონომიკა
იანვარ-ივლისში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 24.4%-ით გაიზარდა
მიმდინარე წლის წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 051.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 24.4 პროცენტით მეტია. სტატისტიკის ეროვნულის სამსახურის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 1 871.0 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს (28.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 5 180.8 მილიონ აშშ დოლარს (22.9 პროცენტით მეტი). რაც შეეხება საქართველოს უარყოფით სავაჭრო ბალანსს, საქსტატის ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3 309.8 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.9 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1 332.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 16.1 პროცენტით აღემატება. „2018 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა, 417.7 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 20.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 22.3 პროცენტს შეადგენს. იმპორტმა 1 536.1 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (27.2 პროცენტით მეტი) და მთლიანი იმპორტის 29.7 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1 953.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 25.6 პროცენტით აღემატება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2018 წლის იანვარ-ივლისში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 33.8 პროცენტით განისაზღვრა. ამავე პერიოდში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა 872.9 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 52.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 46.7 პროცენტს შეადგენს. იმპორტი 1 513.7 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა (24.7 პროცენტით მეტი), რაც მთლიანი იმპორტის 29.2 პროცენტს შეადგენს. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 2 386.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 33.5 პროცენტით აღემატება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2018 წლის იანვარ-ივლისში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 19.4 პროცენტი იყო. ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 71.5 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: აზერბაიჯანი (251.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (240.8 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (172.6 მლნ. აშშ დოლარი). ათი უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 65.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (828.2 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (520.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (505.5 მლნ. აშშ დოლარი). ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.4 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (1 000.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (760.9 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (611.7 მლნ. აშშ დოლარი). იანვარ-ივლისში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 278.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 19.1 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 205.9 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 14.2 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 203.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 14.0 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 489.3 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.4 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 335.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6.5 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე სპილენძის მადნების და კონცენტრატების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 218.0 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.2 პროცენტი)“, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში. ცნობისთვის, წინასწარი მონაცემების კორექტირება ხორციელდება საქსტატის მიერ შემუშავებული სტატისტიკური ინფორმაციის გადასინჯვის პოლიტიკის შესაბამისად (რეგულარული გადასინჯვის პრინციპის საფუძველზე) რესპონდენტების/ადმინისტრაციული წყაროების მიერ მონაცემების დაზუსტების შედეგად.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)