11:13 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-20 11:00:56, 3339 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ბახტაძემ 7 ახალი გუბერნატორი წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმამამუკა ბახტაძემ 7 რეგიონში ახალი გუბერნატორები წარადგინა.

შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობაზე გიორგი ხოჯევანიშვილი დაინიშნა, მცხეთა-მთიანეთის - შალვა კერესელიძე,  სამეგრელო-ზემო სვანეთის - ალექსანდრე მოწერელია, ქვემო ქართლის - შოთა რეხვიაშვილი, სამცხე ჯავახეთის - ბესიკ ამირანაშვილი, გურიის - ზურაბ ნასარაია, ხოლო იმერეთის გუბერნატორის პოსტი შავლეგო ტაბატაძემ დაიკავა.

შეგახსენებთ, 5 რეგიონში გუბერნატორები პრემიერმა 26 ივლისს გაათავისუფლა. გუბერნატორის თანამდებობა თავისუფალი იყო იმერეთის რეგიონშიც, რადგან გივი ჭიჭინაძემ შუალედურ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და პარლამენტის დეპუტატი გახდა. რაც შეეხება გურიას, რეგიონის უკვე ოფილმა გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics