|
2018-08-18 11:24:34, 1436 ნახვა
კომენტარი
იზორია: გიორგი ანწუხელიძე ჩვენი ეპოქის გმირია, რომელმაც კიდევ ერთხელ გააძლიერა ისტორიული მეხსიერება და ვალდებულება
დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დილიდან ანწუხელიძის ოჯახის წევრები, მეგობრები და თანამებრძოლები იმყოფებიან. ადგილზე იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, რომელმაც ანწუხელიძის საფლავი ყვავილებით შეამკო და აღნიშნა, რომ იგი ჩვენი ეპოქის გმირია. „დღეს გიორგი ანწუხელიძეს 34 წელი შეუსრულდებოდა. გიორგი ჩვენი ეპოქის გმირია, რომელმაც თავისი თავგანწირვით კიდევ ერთხელ გააძლიერა ჩვენი ისტორიული მეხსიერება და ვალდებულება - დაიცვა შენი ქვეყნის თავისუფლება და ღირსება. დღეს ჩვენი ყველას ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა, მათ შორის თავდაცვის სფეროში“, - განაცხადა იზორიამ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ დაატყვევეს. წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო. დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)