|
2018-08-17 14:05:23, 1894 ნახვა
კომენტარი
ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, კიბოს რისკის შემცველი მედიკამენტების ჩამონათვალს გაეცნონ
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოსახლეობას სთხოვს, გაეცნონ კიბოს რისკის შემცველი მედიკამენტების ჩამონათვალს, რომელიც სააფთიაქო ქსელებიდან ამოიღეს. როგორც მინისტრი აცხადებს, თუ მედიკამენტი ჩამონათვალში აღმოჩნდება, ის სხვა, თუმცა იმავე ვალსარტანის შემცველობის პრეპარატით უნდა ჩაანაცვლონ. ე.წ. წნევის წამლების რეესტრიდან ამოღებისა და იმპორტის შეჩერების შესახებ ჯანდაცვის სამინისტრომ საბაჟო გამშვებ პუნქტებს უკვე აცნობა. „ხაზს ვუსვამ, რომ თვითონ ნივთიერება ვალსარტანი უსაფრთხო და კარგია. ერთ-ერთი კომპანიის წარმოებულში იყო მინარევები, რომელზეც შესაბამის სამსახურებს გაუჩნდათ კითხვები. ყველა იმ მწარმოებელს, რომელიც იყენებდა ნედლეულს, მიეცა წინადადება, რომ ქსელიდან ამოიღოს ეს მედიკამენტი, რათა მაქსიმალურდ დაცული იყვნენ ადამაინები. მოსახლეობას, ვინც ღებულობს ვალსარტანის შემცველ მედიკამენტებს, ყველას უმორჩილესად ვთხოვ, რომ საკუთრივ დანიშნულება არ შეწყვიტოს, რახან სვამენ, მათ ეს სჭირდებათ, უბრალოდ ნახონ ჩამონათვალი, რომელ კონკრეტულ წამლებზე გაჩნდა კითხვა და ისინი ჩაანაცვლონ სხვა არა ამ სიაში მყოფი, იგივე დოზირების, იგივე ვალსარტანის შემცველი მედიკამენტით“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. ცნობისთვის, საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ასეთი 11 დასახელების 42 სახეობის მედიკამენტი იყიდებოდა: Valsar-Denk (40მგ; 80მგ; 160მგ; 320მგ) CoValsar-Denk (80/12,5; 160/12,5; 320/12,5) CARDOPAN-SANOVEL (80მგ; 160მგ; 320მგ) CARDOPAN-SANOVEL PLUS (80/12,5; 160/12,5; 320/12,5) Valz (40მგ; 80მგ; 160მგ) Valz H (80მგ; 160მგ) NORTIVAN® (80მგ; 160მგ) Cardofix-Sanovel (5მგ/160მგ; 10მგ/160მგ) Cardofix-Sanovel Plus (5მგ/160მგ/12,5მგ; 5მგ/160მგ/25მგ; 10მგ/160მგ/12,5მგ; 10მგ/160მგ/25მგ) Amva Denk (5მგ/80მგ; 5მგ/160მგ; 10მგ/160მგ) Amva + HCTDenk (mite 5მგ/160მგ/12,5მგ; 10მგ/160მგ/12,5მგ forte 10მგ/160მგ/25მგ).
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)