10:38 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-17 12:34:03, 969 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე - ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის გაფართოების ახალი ეტაპი დაიწყო

დღეს, დიაბეტით დაავადებულ ჩვენს თანამოქალაქეებს სამკურნალო საშუალებების შეძენა მნიშვნელოვნად შემცირებულ ფასად შეუძლიათ, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,  ამით ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობის სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის გაფართოების ახალი ეტაპი დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოწყვლადი მოსახლეობისათვის სამედიცინო დანახარჯების შემცირების მიზნით, ყველაზე ხშირად მოხმარებად მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.   

„მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ სიღარიბის დაძლევის პროგრამაში განსაკუთრებული როლი უკავია იმას, რომ ჩვენ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ ის ხარჯები, რაც უკავშირდება მედიკამენტების შესყიდვას. არაერთი კვლევის მიხედვით დასტურდება, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ხარჯი გახლავთ სწორედ მედიკამენტების შეძენაზე გაწეული ხარჯი. აქედან გამომდინარე, ჩვენ არაერთი ახალი ინიციატივა დავამუშავეთ. ერთ-ერთი მათგანი ამოქმედდა 13 აგვისტოდან, რომლის მიხედვითაც მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები მნიშვნელოვნად გაიაფდა. ფასდაკლება ვრცელდება მთელ მოსახლეობაზე.  უკვე დღეს, დიაბეტით დაავადებულ ჩვენს თანამოქალაქეებს სამკურნალო საშუალებების შეძენა მნიშვნელოვნად შემცირებულ ფასად შეუძლიათ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გასული წლის მაისში ამოქმედდა  მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც  მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე ვრცელდებოდა. შემოდგომაზე  ამოქმედდება პროგრამის შემდეგი ეტაპი, რაც ითვალისწინებს საპენსიო ასაკის მოსახლეობის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონდე პირთა იაფი მედიკამენტებით უზრუნველყოფას.

„პირველ ეტაპზე ხელმისაწვდომობა შეეხება ყველაზე ფართოდ გავრცელებული  - გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს. პროგრამა შემდგომში გაფართოვდება და მოიცავს სხვა ქრონიკულ დაავადებებს, რომლის მკურნალობაც ყველაზე დიდ ტვირთად აწევს მოსახლეობას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics