|
2018-08-16 18:53:11, 1400 ნახვა
ეკონომიკა
სექტემბერში საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი დონის დელეგაციებს უმასპინძლებს
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორს კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერას შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და EBRD-ს შორის 4-წლიანი თანამშრომლობის სტრატეგიის ფარგლებში არსებული პარტნიორობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, მიმოიხილეს EBRD-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები ისეთი მიმართულებებით როგორიცაა: კერძო ინვესტიციების წახალისება, ენერგოსექტორის მოდერნიზაცია, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, მყარი ნარჩენების მართვა, საქართველოს რეგიონული და გლობალური ინტეგრაციის ხელშეწყობა. საუბარი, ასევე, შეეხო მთავრობის გარემოსდაცვით, ე.წ. „მწვანე ეკონომიკის" სტრატეგიას და ენერგოეფექტური საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით EBRD-ის მხარდაჭერას. როგორც ცნობილია, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით 2018-2019 წლებში ბანკის მხარდაჭერით მოხდება ე.წ ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლება. შეხვედრაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი სექტემბერში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი დონის დელეგაციების ვიზიტების მნიშვნელობას. როგორც აღინიშნა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორების ვიზიტი საქართველოში ბანკის მხრიდან ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა. ვიზიტის მიზანია, საქართველოში EBRD-ის დაფინანსებით განხორციელებული, ასევე, სამომავლო პროექტებისა და ქვეყანაში ამჟამად მიმდინარე რეფორმების გაცნობა. აღსანიშნავია, რომ სექტემბერში, თბილისში, ასევე, იგეგმება EBRD-ის ჯგუფის (Constituency Meeting) შეხვედრის ჩატარება, რომლშიც გაერთიანებულია საქართველო. (ჯგუფში საქართველოსთან ერთად, გაწევრიანებულები არიან უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და ხორვატია). საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში 1992 წელს გაწევრიანდა. ამ პერიოდიდან ბანკის ინვესტიციებმა საქართველოს ეკონომიკაში, დაახლოებით, 3.0 მილიარდი ევრო შეადგინა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)