15:46 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-16 12:11:43, 1026 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ში საქართველოს ელჩმა აგვისტოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

 აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ბაქრაძემ მონაწილეობა მიიღო  2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით ორგანიზებულ დისკუსიაში: „Cold Peace: Ten Years after the Russia-Georgia War – Assessing the Impact on European Security".

 დავით ბაქრაძემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და 2008 წლის მოვლენები შეაფასა. ელჩმა ისაუბრა რუსეთის მიერ  საერთაშორისო სამართლის ძირეული ნორმებისა და პრინციპების დარღვევაზე და აღნიშნა, რომ ამ ქმედებებით, რუსეთმა საშიში პრეცედენტი შექმნა  და საფრთხე შეუქმნა  ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას.

 „რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის მცდელობების მიუხედავად, საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის ერთგული რჩება. ამავდროულად, საქართველო ინტენსიურად იყენებს ყველა საშუალებას ომის შედეგებითა და საოკუპაციო ხაზით გაყოფილი საზოგადოებების ჩართულობისა და შერიგებისთვის. ამის მაგალითია საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა: "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ." -განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა ეთნიკური წმენდის შედეგად ასიათასობით ადამიანი იძულებით ადგილნაცვალ პირად და ლტოლვილად აქცია, რომელთაც დღემდე არ ეძლევათ საშუალება ღირსეულად დაბრუნდნენ საკუთარ სახლში. მან ასევე განიხილა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობები, როგორც ეთნიკურ ნიადაგზე გავრცელებული ძალადობის ცხადი მაგალითები.

დისკუსია „ამერიკის ხმის" მიერ იყო ორგანიზებული. საქართველოს ელჩთან ერთად, პანელზე სიტყვით წარდგნენ აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი და აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში 2008-09 კურტ უოკერი და აშშ-ის ეროვნული ინტერესის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი პოლ სანდერსი.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics