15:45 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-15 00:05:52, 1024 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძეს საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის სახელით მონაწილეობის საშუალება მიეცა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 13 აგვისტოს მიღებული დადგენილების შედეგად, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ კანდიდატს ზურაბ ჯაფარიძეს საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის სახელით მონაწილეობის საშუალება მიეცა. 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა დადგენილება, რომლის მიხედვით „საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საქართველოს პრეზიდენტობის თითო კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ პარტიებს, რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ ცესკო-ში საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის ანდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისათვის, მათ შორის ასევე იმ პარტიებს, რომლებსაც ცესკო-ს თავმჯდომარის განკარგულებით გაუუქმდათ რეგისტრაცია“.

შესაბამისად, ცესკო-ს მიერ დადგენილ ახალ კრიტერიუმს „გირჩი“ უკვე აკმაყოფილებს.

კომისიის გადაწყვეტილებას ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ცესკო-მ, გირჩსაც შეუძლია კანდიდატის წამოყენება საპრეზიდენტო არჩევნებშიო. დღეს დაადგინა. მადლობა, რომ იდიოტურ წესებს არ აჰყვა და საღი აზრის ფარგლებში იმოქმედა. ასე რომ „გირჩი“ იქნება საარჩევნო ბიულეტენში. როგორც დაგპირდით და მეც დავრჩები ზურად“, – წერს ჯაფარიძე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics