15:16 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-14 16:53:13, 999 ნახვა

პოლიტიკა
ანა მიქელაძე: ცესკოს დისკრედიტაციის მცდელობას უკვე კამპანიური ხასიათი მიეცა

„ცესკოს დისკრედიტაციის მცდელობას უკვე კამპანიური ხასიათი მიეცა“, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ნა მიქელაძის განცხადებით, დისკრიმინაციის მიზანს წარმოადგენს მიზანმიმართული გეგმის ნაწილს დააზიანოს საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ხალხის ნდობა და ცესკოს მაღალი რეპუტაცია, რომელიც ასახულია როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში, ისე უახლეს, საზოგადოებრივი აზრის კვლევაში.
 ამასთან, ცესკოს სპიკერმა ხაზი გაუსვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით სატელევიზიო ეთერებში ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც, რომლის ნაწილიც ანა მიქელაძის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება.
„ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) მიიჩნევს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას უკვე კამპანიური ხასიათი მიეცა, რაც წარმოადგენს მიზანმიმართული გეგმის ნაწილს დააზიანოს საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ხალხის ნდობა და ცესკოს მაღალი რეპუტაცია, რომელიც ასახულია როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში, ისე უახლეს, საზოგადოებრივი აზრის კვლევაში. სამწუხაროა, რომ საზოგადოების ნდობა და კარგი დამოკიდებულება საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ, გამოწვევად იქნა აღქმული გარკვეული ძალების მხრიდან და საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მიზანმიმართული მუშაობა მათი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი გახდა. ბდისკრედიტაციული კამპანიის გაგრძელებას წარმოადგენს სატელევიზიო ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელის მიერ გაკეთებული განცხადება ცესკოს მივლინებებთან დაკავშირებით, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის საერთაშორისო პოზიციონირებისა და საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. იმის მიუხედავად, რომ ჟურნალისტის მიერ მივლინებების რაოდენობა და თანხები შესაბამისად იქნა გაშუქებული, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი მიზანმიმართულად ეცადა აღნიშნული თანხის ხარჯვა არასწორად დაეკავშირებინა მხოლოდ ცესკოს თავმჯდომარის სახელთან. უფრო მეტიც, მან ტელევიზიით პირდაპირ მოიტყუა - თითქოს თავმჯდომარე წელს მივლინებით იმყოფებოდა კოლუმბიასა და მექსიკაში. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე სხვადასხვა ტელევიზიით გავრცელებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით, ცალსახად ვაცხადებთ - როგორც ოლქების, ისე ცესკოს თანამშრომლების შერჩევისას ცესკო ხელმძღვანელობს მხოლოდ საკანონმდებლო კრიტერიუმებით, პროფესიული გამოცდილებით და არა სხვა რაიმე საფუძვლებით. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ პირების საარჩევნო საქმიანობას წლების განმავლობაში აკვირდებოდნენ სხვადასხვა დამკვირვებელი ორგანიზაციები და მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი ფაქტი მათი არაპროფესიული ან მიკერძოებული მუშაობის შესახებ არ დაფიქსირებულა. აღსანიშნავია, რომ ცესკოს წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის მცდელობა ბოლო არაერთ არჩევნებზე დაფიქსირებულა, თუმცა ამას არ მოუხდენია ზეგავლენა ამომრჩევლის ნდობასა და დამკვირვებელი ორგანიზაციების შეფასებებზე. საარჩევნო ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს და წარმართავს საკუთარ საქმიანობას პროფესიული სტანდარტებით, რათა მოემსახუროს ამომრჩევლებს და მათი ხმა ზუსტად ასახოს არჩევნების შედეგებში“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics