15:16 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-14 15:58:16, 738 ნახვა

პოლიტიკა
ჩუგოშვილი: პრეზიდენტის მხრიდან წარმოდგენილი კანდიდატები, ყოველთვის იყვნენ მისი ადმინისტრაციის თანამშრომლები

„პრეზიდენტს შეუძლია, თავად გააგრძელოს პროცესი, წარმოადგინოს კანდიდატურა და კანდიდატურიდან გამომდინარე, მივიღებთ გადაწყვეტილებას, დავუჭერთ თუ არა მხარს“, - ამის შესახებ  პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განმარტებით, ქვეყნის პირველი პირი უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს ხელმძღვანელად დამოუკიდებელი კანდიდატურის შერჩევას ვერ შეძლებს.
„პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კინკლაობა უწოდა ჩვენთან საუბარს, არადა უმრავლესობა არის ის ჯგუფი, ვინც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება უზენაესის თავმჯდომარის დანიშვნასთან დაკავშირებით. ასეთი დამოკიდებულებით აზრი არ ექნება, ფორმალობა იქნება ჩვენი საუბარი და რეალურად რეალური კონსულტაციები, რომლის ფარგლებშიც უნდა ჩამოყალიბდეს ორი მთავარი სუბიექტი - პრეზიდენტი და პარლამენტის უმრავლესობა კანდიდატთან დაკავშირებით, ვერ მოხერხდება, როგორც ჩანს. პრეზიდენტს შეუძლია, თავად გააგრძელოს პროცესი, წარმოადგინოს კანდიდატურა და კანდიდატურიდან გამომდინარე, მივიღებთ გადაწყვეტილებას, დავუჭერთ თუ არა მხარს. თითქმის, ყველა მნიშვნელოვან პოზიციაზე კანდიდატები, რომლებიც იყვნენ პრეზიდენტის მხრიდან წარმოდგენილები, იყვნენ მისი ადმინისტრაციის თანამშრომლები, ეს გარკვეულ სკეპტიციზმს გვიჩენს. ჩვენ არ გვინდა აპრიორი წინააღმდეგობა გამოვუცხადოთ ამ პროცესს, უბრალოდ ჩვენი ჩართვის შედეგს ვერ ვხედავთ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს უნდობლობას უცხადებს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევისთვის გასამართ კონსულტაციებში მონაწილეობაზე უარს ამბობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics