|
2015-06-04 14:19:34, 681 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: სოციალური ხარჯები არავითარ შემთხვევაში არ შემცირდება
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ბიუჯეტის კორექტირება მხოლოდ მიმდინარე ხარჯებს შეეხება და სოციალური ხარჯები არავითარ შემთხვევაში არ შემცირდება. ამის შესახებ ხადურმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. "მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გადავხედეთ უკვე მაკროეკონომიკურ პარამეტრებს და პარლამენტში წარდგენილია 2%-იან ზრდაზე ახალი საბიუჯეტო პარამეტრები. ჩვენ ერთი კვირის განამვლობაში ვიმუშავებთ და როგორც დავალება მივიღეთ, მომავალ კვირაში წარმოვადგენთ დაკორექტირებულ ვარიანტს, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, შემცირება შეეხოთ მხოლოდ მიმდინარე ხარჯებს. არავითარ შემთხვევაში სოციალური ხარჯები არ შემცირდება",-განაცადა ნოდარ ხადურმა. ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრს დაავალა, 10 ივნისამდე ბიუჯეტის დაკორექტირებული ვარიანტი წარმოადგინოს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)