15:16 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-13 15:10:17, 1043 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: ივანიშვილი ცდილობს, ზურაბიშვილის მეშვეობით მის წინააღმდეგ საფრანგეთში დაწყებული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე ვიდეოს ავრცელებს, ვიდეოში ნაჩვენებია თუ როგორ ტირაჟირებს რუსული მედია სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ომის დაწყების თაობაზე. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს იმედი აქვს, რომ ზურაბიშვილის მეშვეობით მის წინააღმდეგ საფრანგეთში დაწყებული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას მიაღწევს. „ამ ქალის (სალომე ზურაბიშვილი) დასახელებით ივანიშვილი ორი კურდღლის დაჭერას ლამობს-ერთის მხრივ, ის აწყობს მოსკოვს ,მას შემდეგ,რაც მან არ გაამართლა ქართველი ხალხის ნდობა და უღალატა თავის ისტორიულ სამშობლოს,და,ამავე დროს,ივანიშვილს იმედი აქვს ,რომ ზურაბიშვილის კანდიდატურის მეშვეობით მიაღწევს მის წინააღმდეგ საფრანგეთში დაწყებული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას. დაფიქრებულხართ იმაზე,თუ რატომ ვერ გადის ივანიშვილი საქართველოს ფარგლებს გარეთ,უკვე წელიწადზე მეტია? ამის მიზეზი ისაა,რომ მას დააკავებენ საფრანგეთის მოსამართლის მითითებით. ამიტომ,ის იმალება საქართველოში,რომელსაც სწრაფად აქცევს დანაშაულებრივი სინდიკატის სამალავად. ოქტომბერში ჩვენ ამას დავუსვამთ წერტილს. ის ვეღარც საქართველოში დაიმალება და ვეღარც ამოეფარება ხეებს!“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics