|
2015-01-20 16:49:37, 354 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანი: იური ვაზაგაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, შოკში ვართ
„იური ვაზაგაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო შოკში ვართ“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მომხდარის შესახებ სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი. წულუკიანის განმარტებით, ოპოზიციაში ყოფნისას, იური ვაზაგაშვილი მისი ერთ-ერთი ერთგული მეგობარი და მრჩეველი იყო. იუსტიციის მინისტრი პირობას დებს, რომ სტრასბურგში იური ვაზაგაშვილის მიერ დაწყებული საქმე ბოლომდე მივა. „ეს საზარელი ამბავი ცნობილი გახდა სხდომის მიმდინარეობისას და, პრაქტიკულად, ყველანი შოკში ვართ. იური ოპოზიციაში ყოფნის დროს, ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მეგობარი, მრჩეველი, მედგარი ადამიანი იყო. იმათ, ვინც ეს ჩაიდინეს, შესაბამისი ორგანოები უმკაცრესად მიაგებენ პასუხს. რაც შეეხება ჩემი მხრიდან, ამავე ადამიანებს მინდა დავპირდე, რომ სტრასბურგში იური ვაზაგაშვილის მიერ დაწყებული საქმე დიახ, მივა ბოლომდე, დიახ, იუსტიციის სახლის წინ მემორიალი იდგება იქ, სადაც დგას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, რომ იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე აფეთქდა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)