2018-08-13 10:25:50, 4864 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთში, კუნძულ ევბეაზე ტყის ძლიერ ხანძარს ებრძვიან
საბერძნეთში, კუნძულ ევბეაზე კვლავ ტყის ძლიერ ხანძარს ებრძვიან საბერძნეთის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ევაკუირებულია კუნძულის რამდენიმე დასახლებაში მცხოვრები 500-ზე მეტი ადამიანი. დაშავებულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. კუნძულზე მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, რეგიონში 250 მეხანძრე და 62 ერთეული სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული. ევბეაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შეგახსენებთ, რომ წელს, მასშტაბურ ტყის ხანძრებს საბერძნეთის ცენტრალურ რეგიონებში უკვე 94 ადამიანი ემსხვერპლა.
ავტორი: ,