|
2015-06-04 13:58:29, 895 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: ფინანსთა სამინისტრომ ძალიან ბევრი მოიკლო და კიდევ მოიკლებს
საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტი საკმაოდ შეამცირა და კვლავაც შეამცირებს. კერძოდ, ხადურის თქმით, მინისტრად დანიშვნის პირველ წელს, მისმა უწყებამ ბიუჯეტი 25%-ით შეამცირა. "ფინანსთა სამინისტრომ ძალიან ბევრი მოიკლო და კიდევ მოიკლებს. პირველივე წელს, როცა დავინიშნე მინისტრად, 25 მლნ ლარი, ანუ 25% -ით შევიმცირეთ ბიუჯეტი ფინანსთა სამინისტრომ.წელსაც შეიმცირა ბიუჯეტი, უბრალოდ ფინანსთა სამინისტროს ხარჯების ნაწილი, რომელიც იყო, მიმართული იყო ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიების დასაფინანსებლად. ეს არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა",-განაცხადა ნოდარ ხადურმა. ამასთან, ნოდარ ხადურმა დაანონსა, რომ დაახლოებით 2 კვირაში, თბილისში, ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებით, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შხვედრა გაიმართება. "არანაკლებ მნიშვნელოვანი სტუმრები ჩამოვლენ საქართველოში",-აღნიშნა ნოდარ ხადურმა. ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნოდარ ხადურს დაავალა, 10 ივნისამდე ბიუჯეტის დაკორექტირებული ვარიანტი წარმოადგინოს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)