|
2018-08-09 15:38:02, 1045 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: პრეზიდენტს ვუსმენ, თუმცა რომ გითხრათ დიდად საინტერესო აზრები მესმის, ეს ასე არაა
პრეზიდენტს რა თქმა უნდა ვუსმენ, თუმცა რომ გითხრათ, დიდად საინტერესო აზრები მესმის, ეს ასე არ არის, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პრეზიდენტის მოწოდებას, რომლის თანახმად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანიდატურის განხილვაში მმართველი გუნდიც უნდა ჩაერთოს. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს განცხადება, თუ რა კრიტერიუმებით აარჩია თავის დროზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა. "პირველ რიგში საქართველოს პრეზიდენტისგან ველოდებოდი და დღემდე ველოდები, იმას, რომ როდესაც მან პარლამენტს, ფართო კონსულტაციების შემდეგ შესთავაზა ნინო გვენეტაძის კანდიდატურა, მას უნდა ჩაებარებინა საზოგადოებისთვის ანგარიში, თუ რა დაინახა თავისივე გადაწყვეტილებაში, ნაკლი თუ დადებითი. მანამ სანამ საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც ნინო გვენეტაძე თავის დროზე პარლამენტს შესთავაზა, არ შეაფასებს მისივე გადაწყვეტილებას და არ გვეტყვის რა იყო ამაში კარგი ან რა იყო ნაკლოვანი, რა თქმა უნდა, ზედაპირული მეჩვენება მისგან საუბარი თუ რა უნდა იყოს მომავალში. საქართველოს პრეზიდენტისა და მისი თანამშრომლებისგან განსხვავებით, მე არ მჩვევია, როდესაც ფართო კონსულტაციების შედეგად, ყველასთან შეთანხმებით დავდგები მედიის წინაშე, განვაცხადებ -წარმოგიდგენთ კანდიდატურას ამას და ამას, და როცესაც ეს ადამიანი გადადგება, მას შემდეგ რამდენიმე საათში უკან ქვა დავაწიო. ეს არ არის ჩემი მიდგომა. ჩემი მიდგომა არის სხვანაირი და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, რომ მის თანამშრომლებს, რომლებმაც რამდენიმე წლის წინ პარლამენტს შესთავაზეს ნინო გვენეტაძის კანდიდატურა, შეაფასონ მაშინდელი გადაწყვეტილება და გვითხრან, საზოგადოებასაც და მეც, იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება სწორი, რატომ იკავებენ თავს შეფასებისგან, რაც იყო დღემდე და რას აპირებენ მომავალში“, - განაცხადა თეა წულუკიამა.ჩემგან ქალბატონ ნინოს ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში როგორც ინსტიტუციური ასევე ადამიანურ მხარდაჭერა ჰქონდა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)