09:01 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-09 15:06:14, 1121 ნახვა

კომენტარი
ზალკალიანი: 2008 წელს აგრესია რუსეთის მხრიდან განხორციელდა - ზურაბიშვილის განცხადება, მისი პირადი პოზიციაა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც პოლიტიკოსმა 2008 წლის აგვის ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა.

მინისტრის თქმით, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატია და ეს ომთან დაკავშირებით  მისი პირადი პოზიცია არის. ამავე კონტექსტში, მან დასძინა, რომ "ქართულ ოცნებას" არ ჰყავს პრეზიდენტობის კანდიდატი, ხოლო ზურაბიშვილის მხარდაჭერის საკითხი ჯერ განხილვის პროცესში.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ომი 2008 წელს დაიწყო რუსეთმა და ეს არის საგარეო უწყების ურყევი პოზიცია.

“არაერთხელ განმიცხადებია, როგორც საკუთარი, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია, რომ 2008 წელს რუსეთის მხრიდან აგრესია განხორციელდა, რასაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა. ეს ის პოზიციაა, რომელსაც მუდმივად ვაფიქსირებდით. ეს არის პოზიცია, რომელსაც ჩვენ მუდმივად გამოვხატავთ ყველა საერთაშორისო ფორუმზე, ჩვენს ყველა განცხადებაში. ეს არის პოზიცია, რაზეც ვსაუბრობთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში. "ქართულ ოცნებას" არ ჰყავს პრეზიდენტობის კანდიდატი. შესაბამისად ეს არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის პოზიცია", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics