01:45 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 12:32:49, 557 ნახვა

ეკონომიკა
საქსტატი: I კვარტალში საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 111.0 მილიარდი ლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საწარმოთა საქმიანობის შედეგების შესახებ 2015 წლის I კვარტლის მონაცემები გამოაქვეყნა.

საქსტატის ინფორმაციით, ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, 2015 წლის I კვარტალში საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 11.0 მლრდ. ლარი, ხოლო პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ 5.6 მლრდ. ლარი შეადგინა.

მთლიანი ბრუნვა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

მსხვილი ბიზნესი – 82.8 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 7.9 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 9.3 პროცენტი.

ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში:

მსხვილი ბიზნესი – 81.8 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 8.4 პროცენტი,  მცირე ბიზნესი – 9.8 პროცენტი.

„საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა კვარტლის განმავლობაში 8.7 მლრდ. ლარი, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 5.7 მლრდ. ლარი შეადგინა. საქონლისა და მომსახურების მთლიანი ყიდვები საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი – 82.6 პროცენტი, საშუალო ბიზნესი - 7.7 პროცენტი,მცირე ბიზნესი - 9.7 პროცენტი.

თითქმის იდენტური ვითარებაა გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებზეც: მსხვილი ბიზნესი – 83.3 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 7.5 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 9.2 პროცენტი“, - აცხადებენ საქსტატში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics